www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-19
ხობში „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ

სამთავრობო პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ზემო ქვალონის,  ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს და ქალაქ ხობის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრებზე  მოსახლეობამ  ძირითად  პრიორიტეტებად:  შიდა გზების, სანიაღვრე  არხების, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა, გაზიფიცირება და ნაგვის ურნების დამატება დაასახელა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების  მოსაგვარებლად მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება თანხები გათვალისწინებული.
მიმდინარეწელს,  ხობის მუნიციპალიტეტის ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა შეხვედრები. „ღია შეხვედრები“ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დასახლებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები.

FACEBOOK

2019-11-19
ხობში შშმ ბავშვთა ცენტრი გაიხსნა

ქალაქ ხობში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრის მომსახურებით ექვსიდან თვრამეტ წლამდე ასაკის 20 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დღის ცენტრის გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრი ბენეფიციარებს სხვადასხვა სახის მომსახურებას შესთავაზებსბავშვებთან სპეციალისტები არაფორმალური განათლებისთერაპიული აქტივობებისა და სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით იმუშავებენ. ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს ბავშვთა ტრანსპორტირებას და კვებას.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა განათლებისა და განვითარების ცენტრ “თოლისკურის“ პროექტმა: “თანასწორობა გვჭირდება“.

პროექტის “თანასწორობა გვჭირდება“ მნიშვნელობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას, “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს“ (ASB) და განათლებისა და განვითარების ცენტრ “თოლისკურს“ შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმით მერიამ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისათვის კეთილმოწყობილი ფართი დაიქირავა (კომუნალური ხარჯების დაფინანსების ჩათვლით).

აღნიშნულ სოციალურ პროექტს საქართველოში “საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC), ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE) ახორციელებენ.

 

FACEBOOK