www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2019-11-04
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებთან შეხვედრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ანტონ ვარდია და სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენლებს ტრენინგი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. მათ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს ის დაგეგმილი მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებებიც გააცნეს, რომელსაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს.
როგორც ცნობილია, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება.
2019-11-04
სოციალური დახმარების პროგრამა
✅ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს
✅პროგრამის ბიუჯეტი 473800 ლარს შეადგენს
ცხრა თვის მონაცემებით: