www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-31
ხობელი მკლავჭიდელები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ხობელმა მკლავჭიდელებმა (მწვრთნელი კობა თუთბერიძე). მსოფლიო პირველობაზე საბა ლატარიამ (-15. 60კგ. ორგზის ჩემპიონი, ორივე მკლავით), საბა დანელიამ ( -15. 55 კგ. მარჯვენა მკლავი) დათუნა ჟიშკარიანმა ( -21 წლ. 60 კგ. მარჯვენა მკლავი) და გულადი ბუკიამ (მარჯვენა მკლავი) ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. II ადგილზე გოგა დანელია (-18; 55კგ), ხოლო III ადგილზე გიგა კოდუა გავიდა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით და სიგელებით. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ხობელ სპორტსმენებს საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებულ წარმატებას.
Facebook

2019-10-31
მერმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

 

  • ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საზოგადოებას ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა 
  • მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და 2020 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა 
  • წელს ხობის მუნიციპალიტეტში 145 პროექტი განხორციელდება, რაზეც 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. გარემონტდა სკოლები, ამბულატორიები, საბავშვო ბაღები, დასრულდა ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, აშენდა ხიდები და ხიდბოგირები; ხოლო, პროექტების ნაწილი მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყოველივე ეს კი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგია - აღნიშნა მერმა 
  • შეხვედრას ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ 
  • მერი 1 ნოემბერს, 13 საათზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში წარადგენს.
  • facebook
2019-10-31
ხობში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

31 ოქტომბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მწერალ ლაშა გვასალიას მოთხრობის „ჯასტაგანი“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი მაყურებელს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებულმა თეატრალური დასის ახალგაზრდა მსახიობებმა წარუდგინეს (ინსცენირება და დადგმა მანანა შამათავასი). სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მწერალი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.
facebook