www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2019-07-23
ხობის „კოლხეთს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ მთავარ მწვრთნელად პაატა ბუკია დაინიშნა. ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ახალდანიშნულ მწვრთნელს შეხვდნენ, თანადგომა გამოუცხადეს და წარმატებები უსურვეს მას. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ,,კოლხეთის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პაატა ბუკია დაიბადა 1993 წლის 18 თებერვალს, ქალაქ ხობში. 2015 წლიდან ხობის „კოლხეთის“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში, ხოლო შემდგომ, საფეხბურთო სკოლა ,,მთვარის გლობუსის” მწვრთნელად მუშაობდა. პაატა ბუკიამ ლიცენზიის მაძიებელთა კურსი უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის სრული შესაბამისობით გაიარა და მინიჭებული აქვს უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზია.
Facebook