www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2019-07-12
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ - ქარიატა

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სასაფლაოს და სპორტული მოედნის შემოღობვა მიმდინარეობს. სოფელ გამოღმა ქარიატაში სტადიონის ღობის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 27000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზუბი 2010“ აწარმოებს. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.
Facebook

2019-07-12
განცხადება

სკრინინგის განცხადება - ხობის მუნიციპალიტეტის, სოფ. ყულევში შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვისა (ნაპირდაცვა) და სტაბილიზაციის პროექტი
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ნაპირდაცვა
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „შავი ზღვის ტერმინალი“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტი,  სოფელი ყულევი
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებას თან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 23 ივლისამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ.ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
http://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/13777