www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2019-07-11
ხობში გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტო გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა აშენებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე მოეწყობა ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები. პირველ ეტაპზე კოლხური ხოხბის მოშენება, ხოლო შემდეგ ბუნებაში გაშვება იგეგმება. ორნიტოფერმის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. მერს ველური ბუნების სააგენტოს თანამშრომელმა კოლხური ხოხბის მოშენებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო. კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. ბინადრობს ჭალის ტყეებში, მცენარეეებით მდიდარი წყალსატევების სანაპირო დაბლობებზე, ზღვის დონიდან 850 მ-მდე. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება.

Facebook

 

 
2019-07-11
ქარიატა-შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (EIB), ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის შესაბამისად:
✔მოეწყობა წყალამრიდი მილები და ეზოებში შესასვლელები
✔აშენდება ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები
✔დამონტაჟდება საგზაო ნიშნები
✔დაიგება არმირებული ცემენტბეტონის საფარი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია გაეცნო. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს.

Facebook

2019-07-11
ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლები ხობში

ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ფონდ „აფხაზინტერკონტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის - ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 2017-2018 წლებში, აღნიშნული პროგრამით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ჩვიდმეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფონდ „აფხაზინტერკონტმა“ დაიწყო პროექტის „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს: - სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსებას; ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას -სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლების წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით - სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, შეტანილი ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და მათი სამშობლოში დაბრუნებიდან არ არის გასული ერთი წელი. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://aic.org.ge/ ტელფონი: 593 307969; 598 710777.

Facebook