ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 32307 ლარს შეადგენს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე, ვარაზ გაბედავა გაეცნენ.
გასულ წელს ბიის ბაღის სახურავის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 76 ათას ლარამდე დაიხარჯა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 2019 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში 784 ათასი ლარის ღირებულების 60 პროექტი განხორციელდება.