ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
ეტაპობრივად ხორციელდება დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის გადასახური მასალის მიწოდება. ხოლო, პარალელურად ,
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ბიის საბავშვო ბაღის და ქ. ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
30 ნოემბერს ძლიერმა ქარმა დააზიანა საბავშვო ბაღები, საცხოვრებელი კორპუსები, ხიდი, ელექტრო გადამცემი ხაზები, სახლები და წააქცია ხეები.