ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სამშობლოს ერთიანობას - გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სიცოცხლე შეეწირა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.
„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ დირექტორი ამირან გამყრელიძე „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლებს და პირველადი ჯანდაცვის ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლთან და ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის საპილოტე პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა ხობის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით საპილოტე პროგრამას ახორციელებენ. დღეის მდგომარეობით ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 5000-ზე მეტ მოქალაქეს გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდა.
პროგრამა 1 აპრილს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
FACEBOOK