Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-27
შეხვედრა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, ასოციაცია „ათინათის“ და განათლებისა და განვითარების ცენტრ „თოლისკურის“ წარმომადგენლებმა მერიის მოხელეებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს და პროექტის („ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“) შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, ასოციაცია „ათინათი“ და განათლებისა და განვითარების ცენტრი „თოლისკური“ ახორციელებენ პროექტს - „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა საინიციატივო ჯგუფების შექმნას, სხვადასხვა სასწავლო კურსების ჩატარებას, დასახლების პრიორიტეტების განსაზღვრას და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა როლის გაზრდას.

2017-12-27
ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში ტრადიციული საახალწლო ზეიმი გრძელდება. დღეს, ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც პატარებმა, აღმზრდელებმა და მშობლებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და ხალხური ზღაპრებისა თუ მულტფილმების გმირები განასახიერეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ განწყობაზე თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსები ზრუნავდნენ. პატარებს დაურიგდათ სადღესასწაულო სასაჩუქრე პაკეტები. ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდნენ. სტუმრებმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.