Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-26
საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება

26 დეკემბერს ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით აღსაზრდელები და პედაგოგები წარსდგნენ. სადღესასწაულო კონცერტს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. „ჩემო პატარა მეგობრებო, პედაგოგებო გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ულევ სიხარულს და ბედნიერებას. ახალ წელს შობა მოჰყვება, დღე სიხარულისა. ღმერთმა გიმრავლოთ ნათელი დღეები. ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი წარიმართოს კეთილმოწყობილ და სასიამოვნო გარემოში“ - აღნიშნა მისალოცი სიტყვით გამოსვლისას მერმა. დღეს, ასევე ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის, პატარა ფოთის და შავღელეს საბავშვო ბაღში გაიმართა შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და აღსაზრდელებს ადგილობრივი ბიუჯეტით შეძენილი საახალწლო ნობათი დაურიგდათ.

2017-12-26
ფონდ „ხობის“ საახალწლო საჩუქარი მოსახლეობას

განათლების, კულტურის და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ ტრადიციული საახალწლო საჩუქარი ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ფონდმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200 ოჯახს, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.