Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-22
ჭალადიდში, მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

21 დეკემბერს, ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (სიდა) წარმომადგენლებმა, პროექტის - „პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის “ ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებმა მოსახლეობას გააცნეს „სიდას“ მიერ, მიგრაციის სამთავრობო კომისიასთან თანამშრომლობით მომზადებული სახელმძღვანელო - „მიგრანტის პირველი ნაბიჯები“ . სახელმძღვანელო შეიცავს სასარგებლო რჩევებს პოტენციური მიგრანტებისათვის, შენგენის სივრცეში გამგზავრებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებზე. შეხვედრების ფარგლებში, მოსახლეობას ჰქონდა შეკითხვების დასმის საშუალებაც, მონაწილეები ძირითადად დაინტერესდნენ უვიზო მიმოსვლის პირობებით, ევროკავშირში სწავლისა და სტიპენდიის მიღების შესაძლებლობებით.

2017-12-22
პროფესიული კავშირის მიერ ორგანიზებული სემინარი ხობში

22 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს შეხვდნენ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით გათვალისწინებული შრომითი ნორმებისა და საჯარო მოხელეთა უფლებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, პროფესიული კავშირის იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა - თამარ სურმავამ დამსწრე საზოგადოებას, კანონთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებზე, პროფკავშირების პოზიციასა და შემდგომში, კანონის სრულყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია. სემინარს საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ჭინჭარაული, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ