Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-14
სპეციალისტებმა ძეგლების მდგომარეობა შეისწავლეს
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შუასაუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლისა და სარესტავრაციო სამუშაოების განსაზღვრის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, 12 დეკემბერს მოავლინა არქიტექტორი იოსებ ნაგლაძე და ხელოვნებათმცოდნე ელენე წეველიძე. სპეციალისტებმა დაათვალიერეს სოფელ ხეთაში წმ. თევდორესა და წმ. კვირიკეს სახელობის, ხოლო სოფელ პირველ მაისში წმ. სოფიოს სახელობის ეკლესიები. 
სპეციალისტების მიერ განისაზღვრება, ზემოთ აღნიშნულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების სახეები, მასშტაბი და დაფინანსების მოცულობა.
 
2017-12-14
მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებმა გურიფულის, პირველი მაისის და თორსის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და 2018 წელს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  დასაფინანსებელი, ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების შესახებ მომზადებული წინადადებები გააცნეს.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწონებულ იქნა: პირველი მაისის (საკვიკვინიოს უბანი),  გურიფულის ( სოფელი მეორე მეორე გურიფული - ეკლესიამდე მისასვლელი გზა) და თორსა-დღვაბის (სოფელი თორსა - ცენტრალური გზა) ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის (ქუჩების კეთილმოწყობა) რეაბილიტაციის შესახებ წინადადებები.

შეხვედრები გაგრძელდება და მერიის თანამშრომლები მოსახლეობასთან ერთად განიხილავენ, განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ წინადადებებს.

2017-12-14
ტრენინგი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სივრცითი დაგეგმვის, აქტივების მართვისა და კაპიტალური საინვესტიციო გეგმების შემუშავების შესახებ კლასტერული ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებიან.
მუნიციპალური შესაძლებლობების განვითარების პროექტი, „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის“ (srmidp) ნაწილია, რომელიც მსოფლიო ბანკის და შვეიცარიის განითარების სააგენტოს ერთობლივი მხარდაჭერით მიმდინარეობს. მისი განხორციელება 2017 წლის აპრილში დაიწყო და 2019 წლის მარტამდე გაგრძელდება.