Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2017-11-24
2018 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

24 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ბიუჯეტის პროექტი -  ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. დ. ჭოჭუას განმარტებით: შემოსავლები განისაზღვრა 8157.7 ათასი ლარით. აქედან: გადასახადები 5800,0 ათასი ლარი, გრანტები 2010.0 ათასი ლარი (აქედან: 1800.0 ათასი ლარი - გათანაბრებითი ტრანსფერი; 210,0 ათასი ლარი - მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად), სხვა შემოსავლები 347.7 ათასი ლარი.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს - ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს.

ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს წევრები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

2017-11-24
წიგნი „ყულევი“ გამოიცა
ხობის ისტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წიგნი - „ყულევი“ (არქეოლოგია, ისტორია) გამოიცა, რომლის ავტორები: რევაზ პაპუაშვილი, გოგიტა ჩიტაია და იოსებ პაპუაშვილი არიან. მონოგრაფიაში სოფელ ყულევის მატერიალური კულტურის ის ძეგლებია თავმოყრილი, რომელთა ფიქსაცია და შესწავლა XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო; წიგნში  განხილულია გეოგრაფიული გარემო, საისტორიო წყაროები და არქეოლოგიური კვლევის ისტორია.  ნაშრომის ძირითადი ნაწილი 1999-2006 და 2012 წლებში ჩატარებული საველე კვლევა-ძიებისას მიღებულ შედეგებს ეფუძნება. 
ყულევის ტერიტორიაზე ცხოვრების ხანგრძლივი კვალი (ძვ. წ. II ათასწლეულიდან დღევანდელობამდე) ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა გაშუქებული. არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული არტეფაქტები სხვა მონაცემებთან ერთად, ამდიდრებენ კოლხეთის ძველსა და ახალ ისტორიას, მნიშვნელოვნად განაპირობებენ მის ობიექტურად აღქმას.
ნაშრომი კოლხეთის ისტორიით, არქეოლოგიით და ზოგადად, ამ მხარის წარსულით დაინტერესებული საზოგადოებისათვისაა გათვალისწინებული.