Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-10-03
ხობის N2 საჯარო სკოლა სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადებისა და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგების საფუძველზე შედგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სიის მიხედვით, ბიოლოგიაში პირველადგილოსანი ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლა გახდა; ხოლო, ისტორიაში ამავე სკოლის XII კლასის მოსწავლემ, ნოდარ ქირიამ გაიმარჯვა.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადაში124 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცა რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას.
2017-10-03
სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მეწარმე სუბიექტებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები უძღვებოდნენ. საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მეწარმე სუბიექტებს მიაწოდეს ინფორმაცია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემისა (წარმოების სანიმუშო პრაქტიკა, წინასწარი აუცილებელი პროგრამები, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა - HACCP) და სურსათის უვნებლობის მართვის სტანდარტების (ISO 22000) შესახებ. პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით სარგებლობა შეძლონ.

2017-10-03
გამგეობის საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

3 ოქტომბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა კომისიის თავმჯდომარე ზვიად ბუკია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები: 1.ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 2017 წლის 29 აგვისტოს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებული კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის (ღია კონკურსის პირველი ეტაპის) შედეგების განხილვა. 2. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 12 სექტემბრის №2 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების პროექტის განხილვა. საკონკურსოდ წარდგენილი 11 განაცხადიდან, ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა 5 კანდიდატის განაცხადი. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპი - გასაუბრება გაიმართება 27 ოქტომბერს.