Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-31
21 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 აგვისტოს N31 და N32 დადგენილებებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო პერიოდში, სააგიტაციო მასალების განთავსების, ამომრჩეველთან შეხვედრების ადგილები და საარჩევნო კომისიებისთვის დროებით, უსასყიდლოდ გადაცემული ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნუსხა. ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და სააგიტაციო მასალის (პლაკატები, ლოზუნგები და სხვა) შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთის მიზნით, ქ. ხობის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალა, ნებადართულია განთავსდეს სპეციალურად მოწყობილ სტენდებზე:  N66.01 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე - საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასთან და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე - კოსტავას ქუჩის გადაკვეთასთან;  N66.02 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე - რესტორან „ღიმილთან“ და ცოტნე დადიანის ქუჩაზე - გოგებაშვილის ქუჩის გადაკვეთასთან;  N66.03 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ჭყონდიდელის ქუჩის დასაწყისში - 9 აპრილის ხეივანთან და ჭყონდიდელისა და 26 მაისის ქუჩების გადაკვეთაზე;  N66.28 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე: ცოტნე დადიანის ქუჩაზე - კოლხეთის დასახლების შესახვევთან და სტალინის ქუჩაზე - რუსთაველის ქუჩის გადაკვეთასთან;  სტენდებზე თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას არაუმეტეს 3 (სამი) ცალი საარჩევნო პლაკატისა, ზომით: სიგრძე: არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი);  ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საარჩევნო უბნებში საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განსათავსებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს იქ მდებარე გარე განათების ბოძები, მგზავრთა მოსაცდელები და ნებისმიერი შენობა-ნაგებობა, გარდა კანონმდებლობით აკრძალულისა;  იკრძალება არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მასალის განთავსება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს და პოლიციის შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:  ქ. ხობში - N2 ბაგა-ბაღის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის შენობები;  ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში - N2 საბავშვო ბაღის შენობა;  პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში - კულტურის სახლის შენობა;  საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ გაღმა საჯიჯაოს ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა;  ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში - სასოფლო კლუბის შენობა;  ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - ბიბლიოთეკის შენობა;  ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში - სასოფლო კლუბის შენობა;  პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში - საბავშვო ბაღის შენობა;  ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - საბავშვო ბაღის შენობა. საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოიყო ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:  ქ. ხობში - ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკა;  ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ ზუბის კლუბის შენობა;  ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში - ქვემო ქვალონის კულტურის სახლი;  შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა;  ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში - ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა.

2017-08-31
ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“ („ადამიანი გაჭირვებაში“) ახორციელებს პროექტს - „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“. პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის დახმარების შემადგენელ ნაწილს, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს  ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციას.

ქალაქ ხობში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის  მართავენ ტრენინგს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან“ (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ასოცირების შესახებ შეთანხმების უმნიშვნელოვანესი ნაწილია (IV კარი - ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები), რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. 

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა).

პროექტის პარტნიორები არიან: „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“, „PMC კვლევითი ცენტრი და ასოციაცია „ათინათი“.