Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-25
ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

25 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელი პირები, ვეტერანი სპორტსმენები და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ესწრებოდნენ. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, აბაშის „ზანას", ოზურგეთის „მგლების", ხონის, ბათუმის, ზუგდიდის და მარტვილის სასპორტო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება. ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. 26 აგვისტო ხობი-ოზურგეთი 16:00 სთ. ხონი -მარტვილი 17:00 სთ. აბაშა- ფოთი 16:00 სთ. ბათუმი - ზუგდიდი 17:00 სთ. 27 აგვისტო ხობი-ფოთი 16:00 სთ. ხონი-ბათუმი 17:00 სთ. აბაშა - ოზურგეთი 16:00 სთ. ზუგდიდი -მარტვილი 17:00 სთ. 28 აგვისტო ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყება 16 და 17 საათზე.

2017-08-25
ტრენინგი „პროგრამული ბიუჯეტირების“ საკითხებზე

„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC) ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთათვის ახორციელებს პროექტს - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება ფინანსური მართვისა და აღრიცხვის საკითხებში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მოხელეთათვის „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლები მართავენ ტრენინგს „პროგრამული ბიუჯეტირების“ საკითხებზე. სასწავლო-კურსი ,,პროგრამული ბიუჯეტირება” მოიცავს: ბიუჯეტის დაგეგმვასთან, დანახარჯების კონტროლთან, რესურსების ეკონომიურობა-პრიორიტეტულობასთან დაკავშირებულ თემებს. „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ პროექტს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.