Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-11
საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ვარკეთილის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის მღვდელმა შალვა ჯაჯანიძემ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებაზე, ავტოკეფალიის მოპოვებაზე, ათონის ივერთა მონასტრის მთარგმნელობით სკოლაზე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ასევე, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების საქართველოში მოგზაურობისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ისტორიის შესახებ შექმნილი ფილმების ჩვენება გაიმართა.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხობის მონასტერში აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატების ჩამობრძანებასთან დაკავშირებით გაიმართა.
6 აგვისტოს, ხობის მონასტერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს. ხატები ტაძარში 13 აგვისტომდე იქნება დაბრძანებული.

2017-08-11
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა
11 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პატარა ფოთის ასფალტ-ბეტონის საწარმოს ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.
ანგარიშის განხილვას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის შესაბამისად საწარმო წელიწადში დაამზადებს 264000 ტონა სამი სახის ასფალტბეტონის ნარევს და კომპანიაში დასაქმდება 14 ადამიანი.
კომპანია „ჯიარჯი“ დაფუძნდა 2013 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანმხლები პროდუქციის წარმოება. კომპანიას საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში გააჩნია ასფალტბეტონის საწარმოები და აქტიურადაა ჩართული გზის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესებში. სოფელ პატარა ფოთის ასფალტბეტონის საწარმო შპს „ჯიარჯი“-ს მიერ შეძენილი იქნა გასულ წელს ტენდერის საფუძველზე, ასევე კომპანიის კუთვნილებაშია მიწის ნაკვეთები რომელზედაც განლაგებულია საწარმოო ინფრასტრუქტურა. კომპანიას გადაწყვეტილი აქვს საწარმო შეიყვანოს ექსპლუატაციაში, რისთვისაც მხოლოდ გარემოსდაცვითი ნებართვაა საჭირო.