Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-09
კობა თუთბერიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“  სასპორტო სკოლის მკლავჭიდის მწვრთნელს, კობა თუთბერიძეს საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა.

კობა თუთბერიძის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა უმაღლესი შედეგები აჩვენეს მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. ამ მაჩვენებლით, ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს მასშტაბით.

Ø  მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი-გენადი კვიკვინია;

Ø  მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს თასის ორგზის გამარჯვებული-ვილენ გაბრავა;

18 წლამდელებში:

Ø  მსოფლიოს  ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი-გოჩა სიჭინავა;

Ø  ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მე-3 პრიზიორი-ანრი ბუკია;

Ø  მსოფლიოს მე-3 პრიზიორი-გიგა კოდუა;

Ø  ევროპის ვიცე ჩემპიონი-დათუნა ჟიშკარიანი.

2017-08-09
გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ნარდში

ქალაქ ხობში, სტარტი აიღო გოგი ბუკიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ნარდში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში 54 მონარდე მონაწილეობს.

სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

ტურნირის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოება „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გაიმართება.

პირველობა, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.

2017-08-09
მემორიალური ტურნირი მინი-ფეხბურთში
9 აგვისტოს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების: გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. პირველობის გამარჯვებული ხეთის „ცენტრის“ გუნდი გახდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და მედლები გადაეცათ.
შეჯიბრების ფინალურ შეხვედრას და დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
 სპორტული შეჯიბრება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.
 
2017-08-09
ცოტნეობის პროგრამა
წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე.
09.00სთ.
საზეიმო წირვა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მოლოცვა(ხობის მონასტერი).
შეჯიბრებები სპორტულ სახეობებში.
 
11.00-14.30 სთ.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში-ფინალი(ქ. ხობის ცენტრალური სტადიონი)
ჭიდაობა-მუნიციპალიტეტის პირველობა(ფინალი)
გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში(ფინალი)
ჭადრაკი
მკლავჭიდი
(კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი)
 
14.30 სთ-დან
ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
თვითნასწავლ მხატვართა პერსონალური გამოფენები.
სოფლის მეურნეობის ნაწარმის გამოფენა.
ფაცხები.
მეგრული სამზარეულო.
(კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი).
15.00სთ-დან
თეატრალიზებულ-მხატვრული კომპოზიცია
ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების ცერემონიალი.
კონცერტი ადგილობრივი და ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით.
თეატრალური კვარტეტის, გიორგი მეფისაშვილისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების ერთობლივი კონცერტი.
(კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანი).
 
2017-08-09
კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები გაიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით კობა შუბითიძისა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი მშვიდობისმყოფელის, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ტურნირში  ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილებდნენ.
საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და კობა შუბითიძის სახელობის თასის მფლობელი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი  გახდა, რომელთაც ფინალში ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის გუნდი, პენალტების სერიაში 4-2 დაამარცხეს.
ტურნირის ფინალს და დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.