Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-08
8 აგვისტოს დაღუპულებს პატივი მიაგეს

8 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. „8 აგვისტო, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. უთანასწორო ბრძოლას ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილები შეეწირნენ. ეს, დღე განსაკუთრებით მძიმეა ჩვენთვის, ხობელებისთვის, რადგან აგვისტოს ომმა ცხრა რჩეული ხობელი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ქედს ვიხრი სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული ხობელი გმირების წინაშე“ - სიტყვით მიმართვისას აღნიშნა გამგებელმა. მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას, გოგა ჭითანავას, ზვიად დათუაშვილის, ლევან ტურავას, გოგიტა ქარჩავას და რამაზ კიტიას სახელთა უკვდასაყოფად ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“ გაიმართა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში, მღვდელმა კირიონმა (დარასელია) გადაიხადა.

2017-08-08
დასრულდა მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში

დასრულდა, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის თასის გათამაშება ბილიარდში. 20 ადგილობრივი მობილიარდე ტურნირის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ბილიარდის ორ სახეობაში - ,,პული" და ,,თავისუფალი პირამიდა“ ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ,,თავისუფალ პირამიდაში“ გამარჯვებული სანდრო ჩიტაია, ხოლო ,,პულში" ნიკა ფაჩულია გახდა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ მოთამაშეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით განხორციელდა.