Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-07
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამა
11:00 საათი - 8 აგვისტოს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი - ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესია;
12:00 საათ - 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალის გვირგვინითა და ყვავილებით შემკობა.
ლიტერატურულ - მუსიკალური კომპოზიცია „აგვისტოს გმირები“;
12:30 საათი - აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში (ფინალი და დაჯილდოება).
2017-08-07
არასამთავრობო ორგანიზაცია გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ორგანიზაციის მიერ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  პროექტს - „საქართველოს პერიფერიულ რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით”  ახორციელებს. პროექტის შესაბამისად ახალი ხიბულისა და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში ოთხი, ხოლო, ხეთისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში მზის ენერგიაზე მომუშავე შვიდი წყალგამაცხელებელი კოლექტორი დამონტაჟდება.

 ორგანიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ და მათ პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე აწვდიან ინფორმაციას.

„მწვანე მომავალი“ პროექტს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

2017-08-07
სპორტული ღონისძიებების პროგრამა
9 აგვისტო, 11 საათი - 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტების: გოგა ჭითანავასა და ლევან ტურავას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩი და დაჯილდოება;
9 აგვისტო, 18 საათი - 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩი და დაჯილდოება;
7-12 აგვისტო - ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში;
9-12 აგვისტო - გოგი ბუკიას სახელობის მუნიციპალური პირველობა ნარდში.
 
2017-08-07
მუნიციპალიტეტის პირველობა ლელობურთში

7 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ ლელობურთში. შეჯიბრებაში ადმინისტრაციული ერთეულების 16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ზონების მიხედვით, ოთხ ჯგუფში არიან განაწილებული. პირველობის ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 12 აგვისტოს, „ცოტნეობის“ დღესასწაულზე გაიმართება. სპორტული ღონისძიება, რომელიც ლელობურთის ტრადიციის აღდგენას და პოპულარიზაციას ემსახურება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და (ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.