Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-02
სააგენტომ სკოლებს პირველკლასელთა კომპიუტერები გადასცა
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ხობის მუნიციპალიტეტში, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში პირველკლასელთა პორტატული კომპიუტერების დარიგების პროცესი დაასრულა. ახალი სასწავლო წლიდან, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 280 პირველკლასელი სახელმწიფოს საჩუქრით ისარგებლებს.
სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრებიან პირველკლასელი მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. პროგრამის მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ბენეფიციარებისთვის კომფორტული სასწავლო/სამუშაო გარემოს შექმნა.
 
2017-08-02
კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო, 2004 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის, კობა შუბითიძის სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში ახალსოფლის, საგვიჩიოს, შავღელეს, ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდებთან ერთად, ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადის, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის, ხონის მეორე საარტილერიო ბრიგადის და ეროვნული გვარდიის გუნდები მონაწილეობენ. 
ტურნირის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
2 აგვისტო
სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადა- ხონის მეორე ქვეითი საარტილერიო ბრიგადა-1800სთ
3 აგვისტო
ქუთაისის მესამე ქვეითი ბრიგადა- შავღელე- 1800სთ
4 აგვისტო
საგვიჩიო- ახალისოფელი -1800სთ
5 აგვისტო
სენაკის მეათე კადრირებული ბრიგადა (გვარდია)- ჭალადიდი-1800სთ
6 აგვისტო
II წყვილის გამარჯვებული - III წყვილის გამარჯვებული-1800სთ
7 აგვისტო
I წყვილის გამარჯვებული- IV წყვილის გამარჯვებული-1800სთ
9 აგვისტო
1. მატჩი მესამე ადგილისათვის-1630სთ
2. ფინალი -1800სთ