Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-01
DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა შეხვედრა გამართეს
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა მეწარმე სუბიექტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და რეგულაციების შესახებ. 
 DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პარტნიორობით საქართველოს 5 რეგიონში შექმნილია DCFTA საინფორმაციო ცენტრები, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ცენტრების ამოცანაა რეგიონში მოქმედ მეწარმე სუბიექტთა ინფორმირება, ზემოაღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და რეგულაციის შესახებ.