Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-26
ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამის“ მიერ გამოცემული წიგნის:  „საგზაო მოძრაობა - რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ“ პრეზენტაცია გაიმართა. ტომ ვანდერბილთის წიგნში  მანქანის ტარების მანერასა და პირის ფსიქოტიპს შორის  მჭიდრო კავშირზეა საუბარი. ავტორის აზრით, საკმარისია, დავაკვირდეთ ადამიანს მანქანის ტარების პროცესში და გავიგოთ, როგორაა მოწყობილი მისი ტვინი, როგორ ურთიერთობას ამყარებს ის, ზოგადად, გარესამყაროსთან. საგზაო მოძრაობა გაცილებით მეტია, ვიდრე თქვენ გგონიათ, ის ძალიან ნათლად წარმოაჩენს ადამიანურ ბუნებას. ეს წიგნი სრულიად ახალი თვალით დაგანახებთ საკუთარ თავს და მთელ მსოფლიოს. და ვინ იცის? იქნებ უკეთეს მძღოლებადაც გაქციოთ?

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას მათ მიერ გამოცემული წიგნების ეგზემპლარები უსასყიდლოდ გადასცეს.

"რადარამი" ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა.

2017-07-26
ხეთის თეატრონზე კონცერტი გაიმართა
ხეთის თეატრონზე ხობის მუნიციპალიტეტის სკოლების კურსდამთავრებულთა და ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. თეატრონზე შეკრებილი მაყურებლის წინაშე ძველი და ახალი სიმღერებით დავით არჩვაძე და ნიკოლშოუ წარსდგნენ.