Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-19
შეხვედრა-სემინარი საარჩევნო თემატიკაზე
19 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED)წარმომადგენლებმა ადგილობრივ  არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით,  საარჩევნო თემატიკაზე გამართა შეხვედრა/სემინარი.
    პროექტი ემსახურება ადგილობრივი არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდობის, საჯარო მოხელეების და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა - თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებები წინასაარჩევნო პერიოდში, მათი ურთიერთობა საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვები ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვის ცნება, რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებების მიმართ  წინასაარჩევნო პერიოდში და სხვა.სემინარის მონაწილეებს დაურიგდათ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო.
2017-07-19
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თათბირი
19 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გამგებლის მოადგილეებთან და გამგეობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა.
თათბირის ძირითადი თემა სოციალურ პროგრამებს შეეხებოდა, კერძოდ  ერთჯერად დახმარებებს, სახლების  შეკეთებას და  ეტლით მოსარგებლე პირების დახმარებას. განხილულ იქნა ქარიატასა და ძველ ხიბულაში ამბულატორიის რემონტის მიმდინარეობის საკითხი.  გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩასარიცხად საჭირო ცნობის გაცემის თაობაზე,  18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების ბაზის შექმნასა და „ცოტნეობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით.
   გამგებელმა პირადად გამგებლის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ  ერთეულებში მიმდინარე სხვადასხვა სამუშაოებთან დაკავშირებით.