Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-11
მაჟორიტარი დეპუტატი თორსა-დღვაბის მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება. დღეს, მაჟორიტარი დეპუტატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის პირველ მოადგილე ვარაზ გაბედავასთან ერთად თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, განხილვის ძირითადი თემა დასახლებაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაცია იყო. მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა მოსახლეობის წინადადებები, ინიციატივები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად განიხილა მათი განხორციელების გზები. მოსახლეობის მხრიდან მთავარ პრიორიტეტად შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობა და წყლის ჭაბურღილის რეაბილიტაცია დასახელდა.

2017-07-11
ხეთაში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება

საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის შესაბამისად:

Ø  იცვლება წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემები;

Ø  კეთილმოეწყობა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი;

Ø  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამონტაჟდება პანდუსი;

Ø  კეთილმოეწყობა ბაღის  ეზო;

Ø  მონტაჟდება კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა.

ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება  389 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე 25 მუშახელია დასაქმებული.

2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი, სრულად კეთილმოეწყო სამი, ხოლო ნაწილობრივ გარემონტდა ოცდაორი საბავშვო ბაღი.