Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-05
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ხობელი მოსწავლე გახდა

ჟურნალ „განთიადის“ დაარსების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული პროზის ჟანრში ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია გახდა. ხობელ მოსწავლეს პირველი ხარისხის დიპლომი და პრემია გადაეცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ჟურნალ „განთიადის“ ერთობლივი ლიტერატურული კონკურსი პროზის, პოეზიისა და ესეისტიკის ჟანრში ჩატარდა და მასში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

2017-07-05
მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამა ხობში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების“ სააგენტომ სამოქმედო გეგმის მიხედვით წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტში უფასო სახელმძღვანელოების გადაცემის პირველი ეტაპი დასრულდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების უფლებამოსილ პირებს სახელმძღვანელოები გადასცეს. პროგრამის მეორე ეტაპი ხობის მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
 
2017-07-05
ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით წლებია ტარდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტი. პროექტის ფარგლებში მიღებული ვაუჩერით ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნადი ფონდი განაახლა. 
ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაციის პროექტის მიზანია, საქართველოს ბიბლიოთეკებმა ყოველწლიურად შეავსონ თავიანთი წიგნადი ფონდი გამომცემლობების მიერ წარმოდგენილი უახლესი ქართული გამოცემებით და მკითხველს მაქსიმალურად მრავალფეროვანი და ამასთან თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. პროექტი ასევე ხელს უწყობს, საგამომცემლო სექტორის განვითარებას და თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის თავში მოიცავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასაც.
ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრი“ უახლოეს პერიოდში ქართული და უცხოური ლიტერატურის უახლეს გამოცემებს შეისყიდის. 
 
2017-07-05
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 38 ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სპეციალური ტანსაცმლითა და შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილნი.
დღეის მდგომარეობით შეწამვლითი სამუშაოები დასრულებულია 10 ადმინისტრაციულ ერთეულში. შესრულებულია სამუშაოს მთლიანი მოცულობის 82%. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მეორე ეტაპი უახლოს პერიოდში დაიწყება.
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.
 
2017-07-05
ინფორმაცია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

2017 წლის 5 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ხობის მრავალფუნქციური სპორტკომპლექსისთვის მანუჩარ ცხადაიას სახელის მინიჭების თაობაზე. დაინტერესებულ პირებს წერილობითი მოსაზრება შეუძლიათ წარმოადგინონ 2017 წლის 25 ივლისამდე,  მისამართზე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №189, ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა  (პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირი მალხაზი იოსავა, ტელეფონი: 599889434).