Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-04
შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთან

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეს, მარი პააიანენს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ჯანდაცვის მუნიციპალურ პროგრამებზე ისაუბრეს. მისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამოცანებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ამოცანებია: საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა; აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.