Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2017-07-02
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო
➤ ხობის მუნიციპალიტეტის  საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის  რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 1 ივლისს.  სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციაზე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია:
✅  ხობის მუნიციპალიტეტის 28 საბავშვო ბაღში;
✅  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში“ (ც. დადიანის ქ. № 169)
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი  დოკუმენტაცია:
✅  ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი /2 ეგზემპლარი/
✅  ჯანმრთელობის ცნობა;
✅  ფოტოსურათი  (3X4 -2 ცალი)
✅  მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
შენიშვნა : ჯანმრთელობის ცნობაში დაფიქსირებული უნდა იყოს ინფორმაცია აცრების    შესახებ.
➤ რეგისტრაციის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
            საბავშვო ბაღში რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ,  განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორთან .
რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით
✅ ბაგის ასაკობრივ ჯგუფში  რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს  2 წლის იქნება.
✅ ბაღის ჯგუფში  კი რეგისტრირდება  ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს   შეუსრულდება  3 წელი.
საბავშვო ბაღებში  ჩირიცხვისას გასათვალისწინებელი პრიორიტეტები
საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ  შემდეგი კატეგორიის ბავშვებს:
✅ სოციალურად დაუცველი  ოჯახის ბავშვები ;
✅ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
 იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;
 
ჩარიცხვის პროცესი
 განაცხადის დამუშავების შედეგად  გაერთიანების დირექტორის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ  ბავშვი  ჩაირიცხება  შესაბამის საბავშვო ბაღში.
✅   აღსაზრდელთა   ჩარიცხვა განხორციელდება  10 აგვისტოდან 20 აგვისტომდე 
✅   ჩარიცხულთა აღსაზრდელთა  სია გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში
საბავშვო ბაგა-ბაღებში 2017-2018 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.  
 
ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება