Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-26
გამგებელმა სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა

26 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობაზე და 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე. „მიმდინარე წელს ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ერთეული ნაგავმზიდი მანქანა და 100 ერთეული ურნა მიიღო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასუფთავების კუთხით არსებული მდგომარეობა. მომავალი წლის ბიუჯეტში იზრდება შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ დაფინანსება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებზე - 2017 წლის 1 ივლისისთვის დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებებში იცვლება საჯარო თანამდებობათა დასახელებები. ამასთან, „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით, 2017 წლის 1 ივლისამდე საჯარო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებების ცვლილება და მათი იერარქიულ რანგებში განაწილება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამსახურის ბიუროდან მიღებული რეკომენდაციების და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით განსაზღვრული თანამდებობების ფუნქციათა ერთობლიობის შესწავლისა და ანალიზის და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობათა საჯარო მოხელეების თანამდებობათა იერარქიულ რანგებში განაწილებისა და თანამდებობათა დასახელებების განსაზღვრის მიზნით გამართული შეხვედრების საფუძველზე გამოიცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული ზოგიერთი შტატგარეშე მოსამსახურის პოზიციის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობად განსაზღვრის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ“ განაცხადა გამგებელმა.

2017-06-26
2017-6-26--56-23_pm
2017-06-26
ადმინისტრაციულ ერთეულებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქარიატისა და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. 
პროექტის შესაბამისად იცვლება: კარ-ფანჯრები, წყალსადენი ქსელი, კანალიზაციისა და ელექტროგაყვანილობის სისტემა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 22500 ლარია.
მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის მიზანი ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და დამატებითი ამბულატორიული მომსახურების გაწევაა იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში სადაც არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ამბულატორიული პროგრამა.
2016 წელს პროგრამის ფარგლებში სამედიცინო დახმარება გაეწია 6500 ბენეფიციარს.
2017-06-26
ხობელი ძიუდოისტი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

24–25 ივნისს, მესტიის ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ დარბაზში, გაიმართა ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში, 2003–2004 და 2005-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელებმა ირაკლი ლეფსაიამ, რომელმაც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.