Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-19
გამგებლის თათბირი

19 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე. გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტიქიის შედეგებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტებზე - „წინა წლების მსგავსად, წელსაც არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. სამუშაოები დაწყებულია ქალაქ ხობის ხუთ ქუჩაზე, პირველი მაისისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ხოლო საჯიჯაოში, ქ. ხობში გამსახურდიას ქუჩაზე და ქვემო ქვალონში გზების კეთილმოწყობა დასრულდა. ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩვენს მუნიციპალიტეტს. უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი, ხიდბოგირები და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. მთავრობის დახმარებით  ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება“ განაცხადა გამგებელმა.

2017-06-19
ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში
19 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი კი ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,  საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
   სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.