Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-14
პირველ მაისში გზის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში გზის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.  მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
საჩოკორაიოს უბანში არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. პროექტის შესაბამისად 2000 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა  შესასვლელები და მილ-ხიდები. 
2017-06-14
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 38 ჯგუფი მუშაობს, რომლებიც სპეციალური ტანსაცმლითა და შესაბამისი ტექნიკით არიან აღჭურვილნი.

ქალაქ ხობში მიმდინარე სამუშაოებს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ.

პრეპარატის უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების მიზნით შესაბამისი სწავლებები ჩაუტარდათ იმ პირებს, ვინც ქიმიური წამლობის ღონისძიებებშია ჩართული. 
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ხორციელდება.