Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-12
გამგებლის თათბირი

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებთან და სამსახურების უფროსებთან სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართა. გამგებელმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საგაზაფხულო სამუშაოებზე და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე. გამგებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერი წვიმის შედეგად არსებულ მდგომარეობაზე და გამგეობის შესაბამის სამსახურებს საკითხის ადგილზე შესწავლა დაავალა.

2017-06-12
უხვმა ნალექმა მდინარე ხობის ადიდება გამოიწვია

უხვმა ნალექმა ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობიან მდგომარეობას. პრობლემურ ადგილებზე ასევე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხობის სახანძრო-სამაშველო განყოფილების თანამშრომლები. ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

2017-06-12
მემორიალური ტურნირი ჭადრაკში
12 ივნისს, ქალაქ ხობში, ღვაწლმოსილი პედაგოგის აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საჭადრაკო პირველობა დაიწყო. ტურნირი, რომელშიც 20 ნორჩი მოჭადრაკე მონაწილეობს, შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდება.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" ორგანიზებით ხორციელდება.
ტურნირის დასკვნითი ტურის მატჩები და დაჯილდოების ცერემონია 16 ივნისს გაიმართება.