Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-08
ქალაქ ხობში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ხობში შიდა გზების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი დაიგება: ა. შანიძის, ტ. გრანელის, ი. ჭავჭავაძის,  ზ. ფალიაშვილის და გუბაზ მეფის ქუჩებზე.

აკაკი შანიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 597 ათასი ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. პროექტის შესაბამისად ასფალტის საფარი ჯამურად 2600 მეტრ მანძილზე დაიგება.

2013 წლიდან დღემდე ქალაქ ხობში 13 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა.

2017-06-08
ხობელი სპორტსმენის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე
6-7 ივნისს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულმა დარბაზმა, მსოფლიო ჩემპიონის თემო ყაზარაშვილის სახელობის რიგით XX საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
შეჯიბრება ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების „UWW“-ს ეგიდით გაიმართა, სადაც მონაწილეობა 8 ქვეყნის (რუსეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ყაზახეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, და საქართველო) 150 სპორტსმენმა მიიღო.
საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების წევრმა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის აღსაზრდელმა ირაკლი ნაკაშიამ, რომელიც 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი გახდა.