Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-02
ბილიარდში შიდა სასკოლო ტურნირი დასრულდა

2 ივნისს, ბილიარდში შიდა სასკოლო პირველობის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. პირველობის გამარჯვებული გიორგი ლაგვილავა გახდა,  II ადგილი  გიგა საბეკიამ, ხოლო III ადგილი გიორგი სიხარულიამ და რევაზ ჭითანავა დაიკავეს. გამარჯვებულ და პრიზიორ მოთამაშეებს  თასები, სიგელები და მედლები გადაეცათ.

სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და “ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის” ორგანიზებითა განხორციელდა.
   ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  უფროსი როზეტა შუალაია ესწრებოდა. 

2017-06-02
აზიური ფრთოსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს
აზიური ფრთოსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები სამეგრელოში აქტიურად მიმდინარეობს. თხილის პლანტაციაში უკვე დამონტაჟებულია 15 ათასამდე ფერომონი (მავნებლის დამჭერი ხაფანგები). 
სამეგრელოს რეგიონში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ზურაბ ჩეკურაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატრის მოადგილე კახაბერ რუსიასთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილესთან ტომას მოლსთან ერთად გაეცნო. მათ სენაკის მუნიციპალიტეტში მავნებელთან ბრძოლის ის აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომლებიც საქართველოს მთავრობას, USAID-მა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) ფარგლებში, საჭირო პრეპარატებთან ერთად, უსასყიდლოდ გადაეცა. 
სენაკის მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ფერმერები მონაწილეობდნენ. 
სახელმწიფო პროგრამით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით. შეწამვლითი სამუშაოები 48 544 ჰექტარზეა დაგეგმილი. ქიმიური წამლობისას გამოყენებული იქნება ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც აპრობირებულია საქართველოში. მოსახლეობას ჰექტარ-ნახევარს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით შეუწამლავს, ჰექტარ-ნახევრიდან 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემათ. 
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.