Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2017-06-01
გამგებლის მილოცვა

ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ამ დღეს გილოცავთ მშობლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს - ყველას, ვინც ცხოვრება მომავალი თაობების განათლებას და აღზრდას დაუკავშირეთ.
ჩემო უმცროსო მეგობრებო, თქვენს ნიჭიერებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავალი. თქვენ უნდა შექმნათ საქართველოს ხვალინდელი დღე. 
მინდა გისურვოთ ბედნიერი ბავშვობა, სიხარული და ლამაზი დღეების სიმრავლე.
 

2017-06-01
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

ხობის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კულტურულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

„ჭადრების ხეივანში“ მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით კონცერტი - „ყვავილების მეჯლისი“ გაიმართა და ყვავილების თემაზე შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

 ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ბავშვების სადღესასწაულო განწყობაზე ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობებმა იზრუნეს; რომლებმაც ხობელი მაყურებლის წინაშე სპექტაკლები - „კარლსონი და ბიჭუნა“ და „გულადი ფისო“  წარადგინეს.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბეატრის რუსია ესწრებოდნენ.