Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-28
საკრებულოში გამგებლის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართა
27 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. 
„2016 წელი, წარმატებული წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ბიუჯეტის შემოსულობების ზრდის კუთხით. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა შესრულდა 108,4 %-ით, განხორციელდა 101 ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც დაიხარჯა 3.5 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო არაერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ჩაეყარა საფუძველი. ხობელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს, როგორც საქართველოს პირველობებზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებსა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. ხობის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია საქართველოში, რაც ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგია“ განაცხადა გამგებელმა.
2016 წელს გაწეული საქმიანობა საკრებულოს წევრთა მიერ დადებითად შეფასდა.
 
2017-04-28
რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი ხობში
28 აპრილს მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი, რომელიც  საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს,   ქალაქ   ხობში  ჩამოიტანეს.  
    პრესტიჟულ სარაგბო ჯილდოს, სპორტსმენებთან და მწვრთნელ-მასწავლებლებთან ერთად  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები დახვდნენ.
   საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.