Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-24
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატება

მარტყოფში, ქვემო ქართლის თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტის თამაზ გველუკაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა. ღია პირველობაში ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის ცხრა სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე) მონაწილეობდა, შვიდმა მათგანმა (მწვრთნელები: ბაკურ ბუკია, ალმასხან ხუნჯუა) საპრიზო ადგილი დაიკავა.
I - ადგილი მიშიკო ალექსანდრია 35 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი ირაკლი ნაკაშია 58 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი გოგა პერტახია 63 კგ. წონითი კატეგორია;
I - ადგილი კოტე სიჭინავა 73 კგ. წონითი კატეგორია;
II - ადგილი თემურ გოგოხია 76 კგ. წონითი კატეგორია;
III - ადგილი გიორგი აგუმავა 47 კგ. წონითი კატეგორია;
III - ადგილი კორნელი კონჯარია 58 კგ. წონითი კატეგორია.
პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველი ადგილის მფლობელებს და მათ მწვრთნელებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.

2017-04-24
გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში

24 აპრილს, პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის თასის გათამაშების დასკვნითი ტურის მატჩები გაიმართა. საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგამ დაიკავა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ. საფეხბურთო ტურნირის დასკვნით ნაწილს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.