Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-14
ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს უფროსი პლატონ ბერაია,  ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 57 ოჯახს (120 ბენეფიციარი) 80 ერთეული სასაჩუქრე პაკეტი გადაეცა. პროგრამა ფინანსდება ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
 
2017-04-14
ნუგზარ წურწუმია საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
13 აპრილს, ბაქოში სტარტი აიღო „აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასის“ გათამაშებამ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში, 11 ქვეყნის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მონაწილეობს. 
საერთაშორისო ტურნირის მეორე დღე წარმატებული გამოდგა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის სპორტსმენისთვის, ნუგზარ წურწუმიასთვის, რომელიც 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობის გამარჯვებული გახდა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს წარმატებულ სპორტსმენს მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ტურნირზე.