Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-12
ხობელ მკლავჭიდელთა წარმატება

10-11 აპრილს, თბილისში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მკლავჭიდში საქართველოს ღია ჩემპიონატი გაიმართა. პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდელებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე).

I ადგილი- დათუნა ჯიშკარიანი, 55 კგ. წონით კატეგორია (18 წლამდე);

I I ადგილი- ბუბა თირქია, 60 კგ. წონითი კატეგორია (18 წლამდე);

I ადგილი- დიტო ბუკია, 60 კგ. წონითი კატეგორია (18 წლამდე);

I ადგილი- გიგა კოდუა, 60 კგ. წონითი კატეგორია (21 წლამდე მარჯვენა მკლავი);
  II ადგილი- გიგა კოდუა, 60 კგ. წონითი კატეგორია   (21 წლამდე,  მარცხენა მკლავი);

I I ადგილი- გოჩა სიჭინავა, 75კგ. წონითი კატეგორია (21 წლამდე, მარჯვენა მკლავით);

I I ადგილი- გოჩა სიჭინავა, 75 კგ. წონითი კატეგორია (21 წლამდე, მარცხენა მკლავით);

III ადგილი- ანრი ბუკია, 60 კგ. წონითი კატეგორია (21 წლამდე);

III ადგილი- ცოტნე ცხადაია, 60 კგ. წონითი კატეგორია (21 წლამდე);

ვეტერან სპორტსმენთა შორის, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონი კობა თუთბერიძე გახდა.

გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ხობელ სპორტსმენებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

2017-04-12
ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო ტურნირი

12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო (მინი-ფეხბურთი) ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. შეჯიბრებაში  ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის 2004-2005-2006 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის გამარჯვებული ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ნორჩ ფეხბურთელებს თასები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებას, ანრი ჯგერენაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.