Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-11
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - მინი-ფეხბურთი

ხობში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ოლიმპიადის პროგრამის შესაბამისად, საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით, მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, რომლებმაც, ფინალურ შეხვედრაში, შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი, ანგარიშით 5-2 დაამარცხეს.
მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი, რეგიონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.
 

2017-04-11
ესსეების კონკურსი

11 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, 1989 წლის 9 აპრილის თემაზე დაწერილი ესსეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში ქალაქ ხობის N2, პირველი მაისის და ხამისკურის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონკურსანტების ნაშრომებს, ჟიური აფასებდა.  ჟიურის წევრთა გადაწყვეტილებით ესსეების კონკურსის გამარჯვებული ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია გახდა.
I ადგილი - ნიკა ვადაქარია (ხობის N2 საჯარო სკოლა);
II ადგილი - ლუნა ჭაჭია (ხობის N2 საჯარო სკოლა);
III ადგილი - გიორგი ჭითანავა (პირველი მაისის საჯარო სკოლა);
IV ადგილი - ირაკლი შონია (ხობის N2 საჯარო სკოლა).
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ისტორია-მხარეთმცოდნეობის წრის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში გამარჯვებულ მოსწავლეებს წიგნები და სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.
 

2017-04-11
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - კალათბურთი

11 აპრილს, ხობის  N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში,  ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მონაწილეობით  საკალათბურთო პირველობა გაიმართა.
გოგონათა  შორის  ერთმანეთს  ახალი ხიბულის  N1   და  ქ. ხობის  N1  საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება ხიბულის N1  საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა; ხოლო ვაჟებს  შორის  გამარჯვებული ქ. ხობის  N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. 
    მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული სკოლების გუნდები, რეგიონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.