Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-10
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა

10 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების და საბაჟოს საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის  მონაწილეობით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა  როლსა და მნიშვნელობაზე, სოფელ საბაჟოში გამართულ  დასახლების საერთო კრებაზე განხილულ საკითხებზე (გზის რეაბილიტაცია, საყანე ფართობებს შორის მდებარე სანიაღვრე არხების გაწმენდა) და გარემოს დასუფთავების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის შესახებ ისაუბრეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე არჩაიამ საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპების და სხდომებზე განხილული საკითხების შესახებ.
საინიციატივო ჯგუფის წევრები „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილეები არიან.
 

2017-04-10
ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის IV ტურის მატჩი გაიმართა. ხობის „კოლხეთმა“ ზესტაფონის „მარგვეთი-2006“-ს უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4-1 დასრულდა.

მორიგ შეხვედრას, ხობის კოლხეთი, 19 აპრილს, სტუმრად თერჯოლის „საპოვნელასთან“ გამართავს.