Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-08
სოფელ საბაჟოში დასახლების საერთო კრება გაიმართა

8 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში, საბაჟოს საერთო კრების საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით  დასახლების საერთო კრება გაიმართა. კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ დასახლებაში მცხოვრებლები.
საერთო კრებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ესწრებოდნენ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ერთობლივი პროექტის - „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ მონაწილეებს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ხოლო მთელი რიგი პროექტებისა მომზადების პროცესშია. საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით ბევრი  კარგი საქმე გაკეთდება“ განაცხადა გამგებელმა.
დასახლების საერთო კრება - ქალაქის/დაბის/სოფლის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მოსახლეობის ქმედით ჩართულობას.