Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-07
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მოასფალტება მიმდინარეობს

ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე,   მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, გზის მოასფალტება დაიწყო. პროექტის მიხედვით 1100 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი.

2016 წელს ქალაქ ხობში, ექვს ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი; ხოლო მიმდინარე წელს კ. გამასახურდიას ქუჩის გარდა, კიდევ ექვსი ქუჩის კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

კ. გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე მოასფალტების სამუშაო, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.

2017-04-07
გილოცავთ ხარების დღესასწაულს

7 აპრილს, ხობის ღვთისმშობლის ხარების მონასტერში,  ღვითისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარმა, მამა ილიამ (ლომაია) საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია ქრისტიანულ ეკლესიაში. უძრავი დღესასწაული  ძველი სტილით 25 მარტს აღინიშნება, ახალი სტილით კი – 7 აპრილს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. 

   ღვთისმსახურებას, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. 

   ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა გილოცავთ ხარების დღესასწაულს.