Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-05
დიაბეტის სკრინინგი
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში თორსის ქალთა საინიციატივო ჯგუფი, დიაბეტის სკრინინგის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და დიაბეტის რისკის მქონე ადამიანების გამოვლენაა.
4 აპრილს, ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს (X, XI, XII კლასები) და მასწავლებლებს დიაბეტის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდათ.
პროექტი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დაფინანსებით, წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის თანადგომით, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
 
2017-04-05
შეხვედრა მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორთან

5 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საგანმანათლებლო მედიაპროექტ „ეტალონის“ ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდნენ. შეხვედრაზე, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე, წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლე-ახალგაზრდობის მოტივირებაზე და ურთერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პროექტის მონაწილე, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს და პროექტის ავტორს წარმატება უსურვეს მნიშვნელოვანი, შემეცნებითი პროექტის განხორციელების საქმეში.

2017-04-05
ქვემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,   ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გიმოზგონჯილში გზის რეაბილიტაციის სამუშაოს გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სოფელ გიმოზგონჯილში 2.4 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და დამონტაჟდება  საგზაო ნიშნები.
 პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 630 ათას ლარს შეადგენს.
 სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს.