Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-04
შეხვედრა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებით

4 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს და ამზომველებს შეხვდა. შეხვედრაზე, ხობის მუნიციპალიტეტში, მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო პროექტის“ შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად სპეციალური კანონი მომზადდა, რომლითაც:
შემუშავდა საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი;
სახელმწიფო მოქალაქეს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში ეხმარება;
სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში ეხმარება
https://napr.gov.ge/p/1465
https://napr.gov.ge/c_h_a_r_t
 

2017-04-04
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა

4 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, სახიფათო ნარჩენების საწვავი ღუმელის (ინსინერატორის) მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. პროექტი, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სახიფათო ნარჩენების მოწყობა-ექსპლუატაციას ითვალისწინებს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დამსწრე საზოგადოებას შპს „ეკომედის“ დირექტორმა, კახაბერ ხუბუამ წარუდგინა.
შეხვედრას, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
დაინტერესებულ პირებს, საკუთარი მოსაზრების და შენიშვნების მიწოდება ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის (9599158999; ecomedltd@yahoo.com) მიმდინარე წლის 11 აპრილამდე შეეძლიათ.