Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-03
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა - ფრენბურთი

ხობის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს. ოლიმპიადის მეორე დღეს, საჯარო სკოლების გოგონათა გუნდების მონაწილეობით, ფრენბურთში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, რომლებმაც, ფინალურ შეხვედრაში საჯიჯაოელი თანატოლები დაამარცხეს. მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული პირველი მაისის საჯარო სკოლის გუნდი, რეგიონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.

2017-04-03
გამგებლის თათბირი ხობის გამგეობაში
3 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგეობის სამსახურების უფროსებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, კულტურულ-სპორტული პროგრამების მიმდინარეობაზე, დასახლების კრებაზე, სოციალურ, ინფრასრუქტურულ და დასუფთავების  საკითხებზე გამახვილდა ყურადღება. გამგებელმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს  აღნიშნული საკითხების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა. 
     ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობაზე, საგაზაფხულო სამუშაოებზე, „აზიური ფაროსანის“ წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე  და  მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ სხვა საკითხებზე ისაუბრეს.  
    გემგებელმა  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს აქტიური მუშაობისკენ  მოუწოდა.