Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2017-04-01
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო
1 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის პირველ დღეს, ექვსი საჯარო სკოლის მონაწილეობით, ფრენბურთში (ვაჟები) მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა.  ტურნირის გამარჯვებული ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ, რომლებმაც, ფინალურ შეხვედრაში ხეთელი თანატოლები დაამარცხეს.
მუნიციპალურ პირველობაზე გამარჯვებული სკოლის გუნდი, რეგიონალურ პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას.
სპორტული ოლიმპიადა, რომლის მიზანი საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტში მასობრივად ჩაბმა და სასკოლო სპორტის განვითარების ხელშეწყობაა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ორგანიზებით ხორციელდება.
2 აპრილი, 1000 საათი -ფრენბურთი (გოგონები), ხობის N1 საჯარო სკოლა;
5 აპრილი, 1500  საათი -გეზრბენი (გოგონები, ვაჟები), ცენტრალური სტადიონი;
6 აპრილი, 1500  საათი -მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები, ვაჟები),ხობის N1 საჯარო სკოლა;
8-9 აპრილი, 1000 საათი, მინი-ფეხბურთი (ვაჟები), ნ. შენგელიას სახელობის სტადიონი;
11 აპრილი, 1500  საათი -კალათბურთი(გოგონები, ვაჟები), ხობის N1 საჯარო  სკოლა;
22-23 აპრილი, 1000 საათი -მხიარული სტარტები, ხობის N1 საჯარო სკოლა.
 
2017-04-01
მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი (ვიდეო)
პირველ აპრილს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის, მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ხობის „კოლხეთის“ გოგონათა გუნდმა  ქუთაისის საფეხბურთო სკოლა ანგარიშით 2-0 დაამარცხა. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
სპორტულ ღონისძიებას, მელორ ზაქარაიას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.