Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-31
მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველობა ფეხბურთში

31 მარტს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის, მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ტურნირმა ფეხბურთში. პირველობაზე ხობის „კოლხეთის“, აბაშის "რიონის", ქუთაისის, ჩხოროწყუს და მარტვილის საფეხბურთო სკოლების გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. მესამე ადგილისათვის მატჩში, მარტვილის გოგონათა გუნდმა, აბაშელი თანატოლები, ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ტურნირის ფინალური შეხვედრა, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, 1 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, სადაც ხობის „კოლხეთი“ და ქუთაისის საფეხბურთო სკოლა ჩემპიონის ვინაობას გაარკვევენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.

2017-03-31
ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი ღონისძიება
31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე, ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული მამულიშვილების - ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და ხობის რაიონის პირველი პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას საფლავი.
თედო სახოკიას სახელობის ხობის  ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა გაიხსენეს და კიდევ ერთხელ გაანალიზეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდთან - საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებასთან, მოღვაწეობასთან და მის თანამოაზრეებთან  დაკავშირებული მოვლენები.
  შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდა.