Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2017-03-30
ნოჯიხევში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს.
ნოჯიხევში, 350 მეტრ მანძილზე გამოიცვლება ამორტიზირებული მილები. სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობა წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს. 
სამუშაოს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.
2017-03-30
გამწვანების აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში
30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის სამონასტრო კომპლექსის ეზოში,  „საზოგადოებრივი  პროკურატურის" პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, პირველი მაისის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგო.
პროექტის მიზანი, პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღმკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის  გამჭვირვალობის გაზრდა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაა.  
   ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.